Tuesday, December 27, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება
იმპრესიონიზმი ლიტერატურასა და ხელოვნებაში


2. პროექტის მთავარი თემა:
         მოსწავლეები გაეცნობიან იმპრესიონიზმს ლიტერატურაში, მხატვრობასა და მუსიკაში. 


3.პროექტის აქტუალობა
        თემა აქტუალურია, რადგან იმპრესიონიზმი არის მიმდინარეობა, რომელიც ინტერდისციპლინური კვლევის საშუალებას იძლევა.ლიტერატურისა და ხელოვნების დარგების (მუსიკა, მხატვრობა)მხატვრული გამოვლენის  საერთო და განსხვავებული ნიშნების ძიება ხელს შეუწყობს ცოდნის განზოგადებას, სხვადასხვა საგანს შორის ურთერთკავშირის დამყარებას.


4. პროექტის მიზნები

  • იმპრესიონიზმის გავრცელების არეალის ჩვენება;
  • XIX საუკუნის ბოლოს მხატვრობაში წარმოქმნილი მიმდინარეობის შესწავლა, იმპრესიონისტი მხატვრები; 
  • მოსწავლეებმა იკვლიონ და მოიძიონ იმპრესიონიზმის გავლენით დამკვიდრებული ლიტერატურული ფორმები და გამომსახველობითი ხერხები; 
  • ჩამოუყალიბდეთ არგუმენტირებული მსჯელობისა და პრეზენტაციის მომზადების უნარები; 
  • განუვითარდეთ კვლევითი უნარები;
  • ისწავლონ ჯგუფური მუშაობა, თანაკლასელებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.




5. მონაწილეთა ასაკი
14-15 წელი


6. ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე




7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:


              მოსწავლეების  მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებიც განთავსდება ბლოგზე.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი,დამატებითი ლიტერატურა, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები


9.პროექტის მსველელობა (ძირითადი აქტივობები)

  • თემის შერჩევის შემდეგ კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად;
  • შევიმუშავებთ სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმას, განვსაზღვრავთ ვადებს;
  • მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებთ განმსაზღვრელი შეფასების სქემას;
  • გამოვავლენთ ჯგუფის ლიდერებს. ჯგუფებში გადანაწილდება დავალებები;
  •  პირველი ჯგუფი იმუშავებს თემაზე იმპრესიონიზმი მხატვრობაში. ვინ იყვნენ იმპრესიონისტი მხატვრები? როდის წარმოიქმნა მხატვრობაში ეს მიმდინარეობა? ვის სახელს უკავშირდება ტერმინი "იმპრესიონიზმის" წარმოქმნა? რა არის იმპრესიონისტ მხატვართა ძირითადი თემატიკა? რა სიმბოლური დატვირთვა ენიჭება ფერებს?
  • მეორე ჯგუფი იმუშავებს თემაზე  იმპრესიონიზმი მუსიკაში. ვინ იყვნენ იმპრესიონისტი კომპოზიტორები? როდის წარმოიქმნა მუსიკაში ეს მიმდინარეობა? რა არის იმპრესიონისტული მუსიკალური ნაწარმოების კომპოზიციური თავისებურება?
  • მესამე ჯგუფი წარმოადგენს იმპრესიონიზმს ლიტერატურაში. ვინ არიან იმპრესიონისტი მწერლები? როგორ და რატომ გავრცელდა იმპრესიონიზმი ქართულ ლიტერატურაში? რომელ ლიტერატურულ ფორმებს მიმართავენ მწერლები?  რა არის ძირითადი თემატიკა?
  • მეოთხე ჯგუფი იმუშავებს თემაზე იმპრესიონიზმი, როგორც ახალი ლიტერატურული ფორმების  და გამომსახველობითი ხერხების დამამკვიდრებელი მიმდინარეობა. როგორი არქეტექტონიკა ახასიათებს იმპრესიონისტულ ტექსტებს? რა დატვირთვას იძენს სიტყვა? რომელ მხატვრულ ხერხებს იყენებენ იმპრესიონისტი მწერლები? რა არის "დეპეშური" სტილი?
  • კვირაში ერთხელ ლიდერები გაგვაცნობენ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამუშაოების  დასრულების შემდეგ  წარმოადგენენ მომზადებულ პრეზენტაციას;
  • მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემით:


    შეფასება
    მაქსიმალური
    ( 8-9-10)
    საშუალო
    ( 6-7)
    დაბალი
    ( 3-4-5)
    მიზანი და აუდიტორია
    მოხერხებულად იყენებს მიზნის შესაბამის ენობრივ საშუალებებს და ითვალისწინებს აუდიტორიას.
    ჩანს მიზანი, მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებს აუდიტორიას.
    არ ჩანს მიზანი და აუდიტორია, ანუ ვისთვისაა განკუთვნილი მომზადებული პრეზენტაცია.
    გამართული და სწორი მეტყველება
    გამართულად მეტყველებს,აქვს მდიდარი ლექსიკა, შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
    იცავს მართლმეტყველების წესებს, მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს
    ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს,უჭირს გამართულად საუბარი
    სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
    სათქმელს გადმოსცემს ნათლად  დალოგიკურად, მსჯელობა თანმიმდევრულია.
    სათქმელს გადმოსცემს ნათლად, მაგრამ არათანმიმდევრულად.
    უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
    კონტაქტი აუდიტორიასთან
    წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებას აუდიტორიასთან კონტაქტისათვის.
    მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
    ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
    დასაბუთებული და არგუმენტირებუ-ლი მსჯელობა
    მსჯელობა დასაბუთებულია და არგუმენტებით გამყარებულია.
    მსჯელობისას არგუმენტები ხშირად არადამაჯერებელია, ნაკლება არის გამყარებული კონკრეტული მასალით.
    მსჯელობა არ არის არგუმენტირებული. არ იყენებს  კონკრეტულ მასალას.
    ვიზუალური მასალის გამოყენება
    პრეზენტაციის დროს ეფექტურად იყენებს ვიზუალურ მასალას.
    პრეზენტავიის დროს იყენებს ვიზუალურ მასალას, მაგრამ ხშირად  მიზანთან შეუსაბამოა.
    არ იყენებს ვიზუალურ მასალას.


     ჯგუფებში მუშაობის დროს მოსწავლეებს დაეხმარებიან მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლები.

    10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან
     კავშირი:
    ლიტერატურასთან, ისტორიასთან,  მხატვრობასთან, ხელოვნების ისტორიასთან, მუსიკასთან.
    ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:

    ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
    ქართ. IX. 3. მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების  ენობრივ თავისებურებებზე.

    ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშულებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
    ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.




    11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
    თინათინ თვალჭრელიძე



    12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:

     tiniko.tvalchrelidze@gmail.com



    13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: 
    impresionizm.blogspot.com